კომპანია ”საირმე მინერალ ვოთერსი” ბრენდ ”ნაკადულის” დიზაინს ცვლის

Sairme WaterUncategorized

“საირმე მინერალ ვოთერსი“ 1 ივლისიდან  წყაროს წყალ „ნაკადულს“ ქართულ ბაზარზე ახალი ფორმით წარმოადგენს.

კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსმა“ ახალ დიზაინზე დაიწყო მუშაობა, რომლის ვიზუალური მხარე სხვა ქართული და არაქართული ბრენდებისგან სრულიად განსხვავებულია.

კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებელთათვის სიახლის მიწოდებაა. წარმატებული კომპანიებისთვის ნათელია, რომ ბრენდი პერიოდულად უნდა ვითარდებოდეს და მხოლოდ საწყის ეტაპზე პროდუქტის განვითარება საკმარისი არ არის.

ახალი დიზაინის ისტორია გამორჩეული და მიმზიდველი კონცეფციის ძიებით დაიწყო. არსებული პროდუქტის მოდიფიკაციით, განვითარებითა და გაუმჯობესებით კომპანია წარმატებული ბრენდის ახალ სახეს ქმნის.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ მიერ ჩამოსხმული წყაროს წყალ „ნაკადულის“ მოპოვება, იმერეთის რეგიონში, კურორტ საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. იგი ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ფორმირდება. საირმის მთებში დაბადებული წყაროს წყალი სასარგებლო მინერალებით მდიდარ მიწისქვეშა ქანებში ჩაედინება, სადაც ბუნებრივ მინერალიზაციას გადის.

საირმის “ნაკადული” ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა, რომელიც სრულად პასუხობს ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს. სუფთა წყალი “ნაკადული” შემადგენლობისა და გამორჩეული გემოს გამო იდეალურია კერძის მოსამზადებლად,  ეს არის ნატურალური წყალი დანამატების გარეშე, რომლის მიღებაც შეუზღუდავად არის რეკომენდირებული. ბოთლში ჩამოსხმული ეკოლოგიურად სუფთა წყალი, ასევე განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

წყაროს წყალ „ნაკადულს“ ბაზარზე არსებობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და  მომხმარებელთა ლოიალურობითაც სარგებლობს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ წყაროს წყლის ახალი დიზაინი შეიმუშავა, რაც მომხმარებლებში მეტ დადებით ემოციას გამოიწვევს.