მინერალურმა წყალმა „საირმემ“ უკვე მეორედ დაიმსახურა „Superior Taste Award“ ქალაქ ბრიუსელში ,“ საერთაშორისო გემოსა და ხარისხის ინსტიტუტის“-ის მიერ

Sairme Waterსიახლეები

გაზირებული მინერალური წყალი საირმე ერთადერთი ქართული მინერალური წყალია, რომელმაც უკვე მეორედ მიიღო მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი აღიარება- კერძოდ 3 ოქროს ვარსკვლავი ქალაქ ბრიუსელში გამართულ კონკურსზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება ორგანიზაცია The International Taste & Quality Institute (ITQI) ორგანიზებით. აღნიშნული ჯილდო არის ერთადერთი საერთაშორისო გემოს სერტიფიკატი და პროდუქტის ხარისხის ნიშანი, რომელიც გარანტირებულია სასმელი და საკვები პროდუქტების მთავარი სომელიეების მიერ.

„საირმემ“ “The Superior Taste Award” პირველად 2013 წელს დაიმსახურა. მნიშვნელოვანია აღინოშნოს, რომ წელს 2016 წლის ივნისში ჯიურიმ პროდუქტის გემო და ხარისხი კიდევ ერთხელ შეაფასა და კვლავ უმაღლესი ჯილდო გადასცა. ამ ფაქტის გათვალისწინებით საირმე ჯილდოს ორგზის მფლობელია.

“Superior Taste Award” – ერთერთი უმნიშვნელოვანესი დაჯილდოებაა მსოფლიოში სასმელი და საკვები პროდუქტებისათვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროდუქციის უმაღლესი ხარისხით. გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჯიურის წევრებს და ჩვენი პროდუქციის ყველა მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ირჩევენ საუკეთესო გემოს და ხარისხს.“- აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი იანინა მაშკოვა.

დღესდღეობით, “საირმე მინერალ ვოთერს”-ი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს. კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს“ნაკადული“ რომელთა გაყიდვების მოცულობას ზრდის, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. დღეს, “საირმე მინერალ ვოთერს” – ს თავისი პროდუქცია 17 სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, რითაც თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დატკბნენ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქციით.

The International Taste & Quality Institute (ITQI) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს უმაღლესი ხარისხის საკვებისა და სასმელი პროდუქციის შეფასებას. იგი წარმოადგენს საერთაშორისო გემოს ხარისხის სასერტიფიკაციო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 125 ექსპერტ სომელიეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა შეაფასონ სასმელი და საკვები პროდუქტები, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.itqi.com