ნაკადული “თბილისიმარათონი 2015”-ის ოფიციალური წყალი იქნება

Sairme WaterUncategorized

25 ოქტომბერს თბილისი სოციალურ პროექტს „თბილისი მარათონი 2015”-ს უმასპინძლებს. წელს „თბილისიმარათონი  2015“ ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდება. ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.

მარათონის ოფიციალური წყალი „საირმე მინერალ ვოთერსის“ ბრენდი – „ნაკადული” იქნება, ვინაიდან კომპანიის მიმდინარე სასპონსორო პოლიტიკა სწორედ ცხოვრების ჯანსაღი და სპორტული სტილის პოპულარიზაციასთან არის დაკავშირებული.

„საირმეს“ მინერალურმა წყლებმა ბრენდ „ნაკადულის“ წარმოება ახალი დიზაინით 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო. „საირმე მინერალ ვოთერსი“ ერთ-ერთი ლიდერი მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გაზირებულ მინერალურ წყალს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული“ აწარმოებს. „საირმე“ უძველესი ბრენდია, რომელიც 1893 წლიდან იწარმოება საქართველოში.

„სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. პირველად გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1 კილომეტრიანი გარბენი 12-15 წლამდე მოზარდებისთვის. ბავშვთა გარბენი უფასოა და ყველას „თბილისიმარათონის“ სამახსოვრო მედლები გადაეცემა. 16 წლიდან მსურველებს კი დარეგისტრირება შეეძლებათ როგორც ნახევარმარათონზე, ასევე 10 კილომენტრიან გარბენზეც. ნახევარმარათონი და 10 კილომეტრიანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება“, – განმარტავენ პროექტის ორგანიზატორები.

ტრადიციისამებრ,  „თბ
ილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით ააიპ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

„თბილისიმარათონი 2015“-ის ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 ოქტომბერია.

დარეგისტრირდით:www.tbilisimarathon.ge.