საირმე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტს უჭერს მხარს

Sairme WaterUncategorized

28 მარტს 12:00 სთ-ზე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ მხარდაჭერით დაიწყო თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტი, რომლის მიზანსაც საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და  ჟურნალისტებში საგამოძიებო ფილმების მომზადების წახალისება წარმოადგენს.

პროექტი ითვალისწინებს  ჟურნალისტებისთვის, როგორც ტრენინგ-კურსის ჩატარებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში სამართლებრივი და ჟურნალისტური მიმართულებით, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება „საქართველოს მედია კლუბი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის“, რომელიც ჟურნალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საინფორმაციო სააგენტოებსა და საგამოძიებო  სტუდიებში დასაქმებულ ჟურნალისტებს.