პროდუქციის გავრცელება ხდებოდა დიდ ბაზარზე, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ნაწილში, ეს მტკიცდებოდა მილიონობით კმაყოფილი მომხმარებელის მიერ. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლამ წარმოება შეაჩერა და გამოიწვია, საირმის მინერალური წყლების მოხმარება მხოლოდ საირმის კურორტზე.

2006 წელს, “საირმე მინერალ ვოთერს”- მა მიიღო ოფიციალური, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ლიცენზია და გახდა საირმის კურორტზე ჩამოსხმული მინერალური წყლის ერთადერთი ავტორიზებული მწარმოებელი. იმ დროისათვის საირმის წყლები, უმეტესად ქართულ ბაზარზე იყიდებოდა.
2009 წელს, საირმის საწარმოში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. საწარმოო ხაზი სრულად განახლდა. მინერალური წყლის ჩამომსხმელი აღჭურვილობა შეცვალა თანამედროვე იტალიურმა ხაზმა, რომელსაც ავტომატური მოწყობილობები და კომპიუტერული სისტემები აქვს. ასევე, გარემონტდა ქარხნის ლაბორატორია და აღიჭურვა თანამედროვე გერმანული ტექნიკით, რომელიც მკაცრ კონტროლს უზრუნველყოფს ჩამოსხმის პროცესზე.
2012 წელს კომპანიამ მიიღო ISO 9001:2008 სერთიფიკატი.
საირმეში პირველი წყლის ჩამომსხმელი ქარხანა გაიხსნა 1944 წელს. იმ დროისათვის მინერალური წყლის ჩამოსხმა, მხოლოდ პრიმიტიული გზით ხდებოდა. მოგვიანებით, ეს სისტემა და აღჭურვილობაც თანდათანობით შეიცვალა და უფრო მოდერნიზებული გახდა.
დღესდღეობით, “საირმე მინერალ ვოთერს”-ი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს.
კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს, რომლის გაყიდვების მოცულობას ზრდის, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.


დღეს, “საირმე მინერალ ვოთერს” – ს თავისი პროდუქცია ბევრ სხვა ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, რითაც თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დატკბნენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.