ადამიანის ორგანიზმის 70% წარმოადგენს წყალს, ხოლო ახალშობილის კი თითქმის 90%.

წყლის ძირითად ნაწილს ჩვენს სხეულში წარმოადგენს სისხლი, რომელიც გადასცემს საკვებ ნივთიერებებს და მინერალებს უჯრედებს და ათავისუფლებს მათ ნარჩენებისა და ტოქსინებისგან.

ყოველდღე, თქვენი სხეული ბუნებრივი გზით კარგავს დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და მნიშვნელოვან მინერალებს, რომლებიც თავისთავად საჭიროებენ აღდგენას იმისათვის, რომ შეძლოთ მუშაობა და ცხოვრებით ტკბობა. ზაფხულში, სასარგებლო მინერალებისა და წყლის დაკარგვა იზრდება. თქვენი სხეული გაგრილებისათვის უფრო სწრაფად კარგავს ძვირფასი წყლის რეზერვს.

მინერალური წყალი, ონკანის წყალთან შედარებით, შეიცავს ბევრად მეტ მინერალს და მიკრო-ელემენტს, რომლებიც სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

მიირთვით ყოველდღე საირმის მინერალური წყალი, რათა შეინარჩუნოთ თქვენი სხეულის ბუნებრივი ბალანსი.

მინერალური წყალი და ღვინო

მინერალების დაბალანსებული შემცველობის, სასიამოვნო ნეიტრალური გემოსა და რბილი გაზირების გამო, საირმის მინერალური წყალი იდეალურია შერეული სასმელების დამზადებისათვის.

საირმე იდეალურად შეეხამება ღვინოსა და საკვებს.

მინერალური წყალი – ყავა და ჩაი

ჩვენ, ყოველ დილით ან შუადღეს მივირთმევთ ყავას. ყავაში კოფეინის შემცველობა იწვევს ჩვენი ორგანიზმის გაუწყლოვანებას, საუკეთესო წამალი კი ამ შემთხვევაში მინერალური ან წყაროს წყალი გახლავთ.

მიირთვით, ერთი ჭიქა მინერალური წყალი ფინჯან ყავასთან ერთად. წყალი აბალანსებს ორგანიზმში სითხეს, ანეიტრალებსგემოს და აქრობს გამაღიზიანებელ შეგრძნებას კუჭიდან. ყავის გემო უკეთ შეიგრძნობა ნაკადულის წყაროს წყალთან ერთად.

კარგი ჩაის მომზადების და მისი დელიკატურად დაყენების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ხარისხიანი წყალი.

ჩვეულებრივი ონკანის წყლისაგან განსხვავებით, ნაკადულის წყაროს წყლით მომზადებული ჩაი არამხოლოდ განამტკიცებს მის გემოს, არამედ ხელს შეუწყობს მისი ფოთლების  ნატურალურ შემადგენლობას უკეთ შეერწყას სუფთა წყალს.