ზრდასრული ადამიანისთვის, კალციუმის ყოველდღიური მიღება რეკომენდირებულია დაახლოებით 1.000 მგ. ეს რაოდენობა მერყეობს ასაკის და სქესის მიხედვით. მაგალითად, 40 წელს გადაცილებული ქალები, საჭიროებენ უფრო მეტ მინერალებს, რადგან მენოპაუზის შემდეგ მათი ორგანოები გადიან ჰორმონალურ ცვლილებს.

ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ კალციუმს სხვადასხვა საკვების მეშვეობით, ესენია: რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი), თეთრი ლობიო, დაკონსერვებული თევზი, მარცვლეული და ზოგიერთი ხილი. საირმის მინერალური წყალი გთავაზობთ კალციუმის დღიურ იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან მას აქვს კალციუმის დაბალანსებული შემადგენლობა 270 მგ/ლ-მდე.

რამოდენიმე სამედიცინო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიკარბონატის შემცველობა წყალში (HCO3-) აუმჯობესებს კალციუმის შენარჩუნებას ადამიანის სხეულში.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნატრიუმის შემცველობა მინერალურ წყალში ამცირებს სისხლძარღვთა დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის წარმოქმნის რისკს. სხვა კვლევების თანახმად, ნატრიუმი ბიკარბონატით მდიდარ წყლებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტერიული წნევის შემცირებაში. თუმცა, ეს რეკომენდაცია უნდა შესრულდეს ზომიერად, რადგან ნატრიუმის ყოველდღიური მიღება უნდა იქნეს შემცირებული.

ნატრიუმი არ უნდა შეგეშალოთ სუფრის მარილში. ქლორთან ერთად (Cl), ნატრიუმი იძლევა სუფრის მარილს, რომელიც რეალურად ზრდის თქვენს არტერიულ წნევას. მაგრამ ბიკარბონატებთან ერთად (HCO3-) ანუ, მინერალურ წყალში, ნატრიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.

საირმე გთავაზობთ ნატრიუმის დაბალ შემცველობას, სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით, მასში ნატრიუმის შემცველობა – საშუალოდ 550 მგ/ლ, რაც საშუალებას გაძლევთ დატკბეთ სასიამოვნო გემოთი ყოველდღე. ამავდროულად, საირმე გიცავთ გულძმარვისაგან, რადგან მასში ნატრიუმი კომბინირებულია ბიკარბონატებთან ერთად.

ზრდასრული ადამიანისთვის მაგნიუმის (Mg) ყოველდღიური მიღების რეკომენდებული დოზა არის დაახლოებით 300 მგ. ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების შემსუბუქებას, მათ შორის, ხსნის კუნთების სპაზმს, პრემენსტრუალურ დაძაბულობას და ახდენს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პრევენციას. ასევე გვეხმარება კუნთების კარგი მდგომარეობის, ნერვული ფუნქციის, გულის დაბალანსებული რითმის შენარჩუნებაში და ხელს უწყობს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს და ძვლების სიძლიერეს.

რა თქმა უნდა, მაგნიუმის მიღების სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგნიუმს ასევე შეიცავს: ყავისფერი ბრინჯი, ნუში და ისპანახი. მაგრამ, სასმელ მინერალურ წყალს მაგნიუმთან ერთად, სხვა სასარგებლო მინერალების შემატებაც შეუძლია თქვენი ორგანიზმისათვის. საირმე გვაწვდის 130 ლ./მგ-მდე მაგნიუმს.

მიირთვით ყოველდღე ბუნებრივი სიჯანსაღის წყარო.