მიმდინარე სეზონზე წყაროს წყალი “ნაკადული” საფეხბურთო კლუბ დინამოს ოფიციალური წყალი იქნება.

paitchadzeსიახლეები

„საირმე მინერალ ვოთერსი“ ისეთი ისტორიული და წარმატებული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა, როგორიცაა „დინამო“. კომპანიის მიმდინარე სასპონსორო პოლიტიკა დაკავშირებულია ცხოვრების ჯანსაღი და სპორტული სტილის პოპულარიზაციასთან.

„საირმეს“ მინერალურმა წყლებმა ბრენდ „ნაკადულის“ წარმოება ახალი დიზაინით 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო. პროდუქტის უნიკალური გემოს შეფასება მომხმარებლებმა უკვე შესძლეს, რაც გაყიდვების მაჩვენებელზე დადებითად აისახა.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე სწორედ ეს განახლებული ბრენდი იქნება საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ოფიციალური წყალი.

„ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვართ. კომპანიისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა, იყოს „დინამოს“ ოფიციალური სპონსორი. ვიმედოვნებთ, რომ კლუბი დიდ წარმატებას და გამარჯვებას მიაღწევს ამ სეზონზე ჩვენთან ერთად”, – განაცხადა „საირმე მინერალ ვოთერსის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინო გვანცელაძემ.

„საირმე მინერალ ვოთერსი“ ერთ-ერთი ლიდერი მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც გაზირებულ მინერალურ წყალს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული“ აწარმოებს. „საირმე“ უძველესი ბრენდია, რომელიც 1893 წლიდან იწარმოება საქართველოში.

სპონსორების პრეზენტაცია: 2015/16 წლების სეზონიდინამოს საკლუბო მაღაზიაში დინამო თბილისის 2015/16 წლების სეზონის სპონსორების პრეზენტაცია შედგა. #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on Monday, August 31, 2015