კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსმა“ ISO 22000:2005 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი მოიპოვა.

Sairme Waterსიახლეები

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსს“ ISO 22000:2005 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი გადაეცა, “Bureau Veritas” სასერტიფიკაციო ჰოლდინგის დიდი ბრიტანეთის ფილიალის მიერ.
ISO-ს სერტიფიცირება ეფუძნება კომპანიაში ხარისხის მართვის პრინციპებს, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეზე ზრუნვას, მოტივაციის კონტროლს და მუდმივი გაუმჯობესებისა და მიმოხილვის პროცესს ხელმძღვანელობისგან. სერტიფიცირების მიზანია მომხმარებელთა დაზღვევა, რომ ისინი მიიღებენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ეს არის მსოფლიო დონის ტესტირება და გქონდეს ISO სერტიფიცირება ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ მათ მიეწოდებათ ხარისხიანი პროდუქცია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კომპანიის განვითარების ისტორიაში. ახალი სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და რომ ვაწარმოებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იანინა მაშკოვამ.
დღესდღეობით, “საირმე მინერალ ვოთერს”-ი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს.კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს“ნაკადული“ რომელთა გაყიდვების მოცულობას ზრდის, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. დღეს, “საირმე მინერალ ვოთერს” – ს თავისი პროდუქცია 16 სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, რითაც თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დატკბნენ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქციით.
“Bureau Veritas”წარმოადგენს სასერტიფიკაციო ჰოლდინგს, რომელიც გლობალური ლიდერია ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების (TIC) საკითხებში. იგი აწარმოებს საუკეთესო ხარისხის სერვისს, რათა დაეხმაროს კლიენტებს ხარისხის კონტროლის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობების შესრულებაში.
2016 წლის მარტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსი“ მოიპოვა სერტიფიცირება ISO 22000:2005 და ISO 9001:2008 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატებით, “Bureau Veritas” სასერტიფიკაციო ჰოლდინგის მიერ.