Placeholder

სამოთხის კუთხე

საირმე ნოტიო სუბტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება, ჰავა რბილია და ზომიერი – ზამთარი შედარებით თბილი, ზაფხული კი – გრილი. თოვლი შეიძლება ოქტომბერშიც კი მოვიდეს, მაგრამ მალევე დნება. ზოგჯერ ზამთარი სრულიად უთოვლოა. კურორტზე თბილი პერიოდი 5 თვე გრძელდება. საირმეში ყველაზე ხშირად ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქარები ქრის, თუმცა ძლიერი ქარი აქ იშვიათობაა.

ბუნების შუაგულში

 საირმე მცირე კავკასიონის გულში საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის. საირმე მცირე კავკასიონის ალპური ზონის მოსანახულებლად იდეალურ ბაზად მიიჩნევა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება. ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რაც ბუნების გამაოგნებელ მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.


Placeholder
Placeholder

მკურნალობა

სამკურნალო წყლები კურორტზე, გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას, მათ შორის – თირკმელების პათოლოგიისას, შარდსასქესო სისტემის ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების, ღვიძლსა და ნაწლავების ანთებისას.
სამკურნალო წყლებს ასევე ნერვული სისტემის, ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა და ორგანიზმის ენდოკრინული სისტემების მკურნალობისას იყენებენ.


გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საირმის კურორტზე? ეწვიეთ კურორტის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.sairme.com.ge

როგორ მივიდეთ საირმეს კურორტზე


მდინარე წაბლარა – „მცირე კავკასიონის მშვენება“ – მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე იღებს სათავეს, ბარისკენ ეშვება და ბაღდათთან მდინარე ხანისწყალს ერთვის. ვიწრო და ღრმა ხეობაში წაბლარას პატარა მდინარე ბოსტანა უერთდება. სწორედ ამ ადგილას, ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე კურორტი საირმეა გაშენებული.

საირმეს აღმოსავლეთით მწვერვალი დიდმაღალი (ზ.დ. 2585 მეტრი), დასავლეთით კი, მესხეთის ქედის ყველაზე მაღალი, მეფისწყარო (ზ.დ. 2848 მეტრი) დაჰყურებს. კურორტი მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული შერეული ტყითაა გარშემორტყმული – ნაძვი, ურთხმელი, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, თელა. ასწლოვანი ხეების სიმაღლე 50 მეტრს აჭარბებს, დიამეტრი კი ერთ მეტრზე მეტი აქვს.

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საირმის კურორტზე? ეწვიეთ კურორტის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.sairme.com.ge

Placeholder