საირმის წყლები მოიპოვება მიწისქვეშა ქანების სიღრმეებიდან, რომლებიც მცირე კავკასიონის გულში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კურორტ საირმეში მდებარეობს. ის ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის. საირმე მცირე კავკასიონის ალპური ზონის მოსანახულებლად იდეალურ ბაზად მიიჩნევა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება.

საირმის მინერალური წყლის წყაროები მდებარეობს ზღვის დონიდან 950მ. სიმაღლეზე. მესხეთის ქედის, მთის მდინარე წაბლარისწყალის ერთ-ერთ ულამაზეს ფერდობზე. წყაროს წყალი ნაკადული ყალიბდება 2000მ. სიმაღლეზე, საირმის მთების სასარგებლო მინერალებით მდიდარ მიწისქვეშა ქანებში, მდინარე წაბლარისწყალის ხეობის, დაცულ ტერიტორიაზე.

აქვე განლაგებულია წყლის ჩამომსხმელი ქარხანა. წყალი საწარმომდე მიედინება მილსადენების მეშვეობით, ფილტრაციის პროცესის შემდეგ კი წყლები ჩამოისხმევა შუშისა და პეტ ბოთლების, სხვადასხვა ლიტრაჟებში.

უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, კომპანიამ ჩაატარა სრული მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია. დღესდღეობით, წარმოება აღჭურვილია თანამედროვე ევროპული ტექნიკით, წარმოების ეტაპის ყველა ციკლზე. ქარხანაში დამონტაჟებულია, სხვადსხვა ბოთლებში, წყლის ჩამომსხმელი ორი ავტომატური წარმოების ხაზი, რომლის წყალობითაც, ერთ თვეში შეიძლება ჩამოისხას იმ რაოდენობის წყალი, რომელიც მოდერნიზაციამდე ერთ წელიწადს მოითხოვდა.

ახალი, თანამედროვე საწარმოო ხაზის ავტომატური და კომპიუტერული სისტემა იძლევა წარმოების ციკლის სრული და მკაცრი კონტროლის საშუალებას.